ახალი ამბები
მესტიას 200 წყვილი თხილამური გადაეცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მესტიის მუნიციპალიტეტს 200 წყვილი თხილამური გადასცა. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ბავშვები თხილამურებზე დადგნენ. სწორედ ისინი მოუტანენ საქართველოს წარმატებას სათხილამურო სპორტში. ამიტომ გადავწყვიტეთ, 200 წყვილი თხილამური გადაგვეცა მუნიციპალიტეტისთვის, თითო სოფელს დაახლოებით 38 წყვილი შეხვდება. გვაქვს უამრავი გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, – თქვა კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ.

სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გასულ წელს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სვანეთის ხუთ სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მცირე ზომის საბაგიროები აშეენა. უშგულში, უშხვანარსა და ეცერში არის თითო 200-მეტრიანი გერმანული წარმოების საბაგირო „მულტი სკი“, ხოლო ლენტეხსა და მაზერში თითო 200 მეტრიანი სლოვაკური წარმოების საბაგირო „ტატრა ლიფტი“.

მესტიაში სათხილამურო სეზონი 22 დეკემბერს გაიხსნა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.