დიალოგი რეგიონულ განვითარებაზე - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
18:50 / 08.02.2019
7 თებერვალს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა ,,დიალოგი რეგიონული განვითარების თემაზე ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან“ პროექტის
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას მოდერაციას უწევდნენ იოსებ სალუქვაძე და ელენე დარჯანია.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები