ახალი ამბები
ზუგდიდში წელს 50 მილიონზე მეტი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მიმდინარე წელს 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატის დასახლება) მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად, იმ კორპუსების ეზოებში, იმყოფებოდა სადაც წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნულ დასახლებაში ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიას ტენდერი გამოცხადებული აქვს, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. აქვე მოეწყობა ახალი საბავშვო მოედანი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, თამარ მეფის გამზირის გარდა ენგურის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებს. გზის საფარის დაგებასთან ერთად მოაწესრიგებენ სანიაღვრეებსა და ტროტუარებს. ჯამში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 29 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში 16 გზა შეკეთდება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.