ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში კოვიდდადებითი ერთ-ერთი პაციენტი თითქმის 40 დღეა მკურნალობს
რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ეტაპზე 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა. ერთ-ერთი მათგანი 40 წლამდე ქალია, რომელიც კლინიკაში თვეზე მეტია იმყოფება. ის ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა. ხოლო მეორე 70 წლის მამაკაცია, რომელიც ზუგდიდში რუსეთიდან, ნათესავის სამძიმარზე ჩამოვიდა.

"აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები არიან, სრულებით დამაკმაყოფილებელი, კლინიკური გამოვლინება დაავადების არანაირი მათ არ აქვთ, ერთთანაც და მეორესთანაც PCR პასუხი მოგვდის სუსტად დადებითი, რის გამოც რჩებიან სტაციონარში. ეს არ არის გამონაკლისი, არც საქართველოში, არც მსოფლიოში. ამჟამად, დიდი ალბათობით, შეიძლება განვიხილოთ ასე, აქ დაავადება სავარაუდოდ დასრულებულია. პრაქტიკულად, შეიძლება ორივე გამოჯანმრთელებულიც კი იყოს, ეპიდემიოლოგირად ალბათ საშიშები არ არიან, უბრალოდ ასეთი ფენომენი ახასიათებს ხოლმე რიგ შემთხვევებში. ეს იყო რესპუბლიკურში, იყო ინფექციურ საავადმყოფოშიც, იყო ბოჭორიშვილშიც, ბევრგან ხდებოდა მსგავსი რამ, რომ სადღაც თვენახევრის განმავლობაში იღებდნენ სუსტად დადებით პასუხს. ასე რომ, ეს გამონაკლისი არ არის", - განმარტავს ქარცივაძე.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 147 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან ცხელების კლინიკების პაციენტები, მედიკოსები, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები და შსს-ს თანამშრომლები, ასევე საკარანტინო ზონასა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები. 146 მათგანის ანალიზის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი პაციენტი (ახალგაზრდა ქალი, ტრაილერი მძღოლის კლასტერიდან) კვლავ კოვიდ-დადებითად რჩება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.