ახალი ამბები
ზუგდიდში დაშლილი ყინულის სახლის აწყობას დაახლოებით 2,5 მილიონი დასჭირდება (ფოტო)
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის დემონტაჟი თითქმის დასრულდა. სამუშაოებს შპს “ტერმინალი” ახორციელებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 214 677 ლარი გამოიყო. შპს „ვეგა პლუსმა“ კი მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 000 ლარამდე დაიხარჯა.

საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვა მოედნის არქიტექტურულ გადაწყვეტას, ესკიზური პროექტის შემუშავებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში მასზე საავტორო ზედამხედველობას გულისხმობს.

ამავე ცნობით, განსახორციელებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 500 000 ლარია. მერიაში ამბობენ, რომ ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„პროექტის მომზადება უკვე დასრულების ეტაპზეა. ფინანსებზე ჯერ არ გვიმუშავია, თუმცა ძალიან სერიოზული ნაგებობა იქნება და 2,5 მილიონი ნამდვილად დასჭირდება“, - გვითხრა „ვეგა პლუსის“ დირექტორმა ლევან იმედაძემ.

ინფორმაციისთვის, ბენდელიანის ქუჩაზე, ძველი პარკის (ყოფილი კომკავშირის პარკი) განახლება იგეგმება. აქ ევროსტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსის და საცურაო აუზი უნდა აშენდეს. ამის შესახებ პირველად განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს ზუგდიდში ყოფნისას გააკეთა.

სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² - მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია აქ 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

აღნიშნული ყინულის მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს, ზუგდიდის მერიას დაზიანებული კონსტრუქციის რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. მისი გახსნა და დანიშნულებისამებრ გამოყენება რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.