ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიის პირობებში გახსნილი კურორტები - ბიჭვინთა და გაგრა ტურისტებისთვის გაიხსნა

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვრის გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 1 აგვისტოდან გაგრასა და ბიჭვინთაში პირველი ტურისტები მიიღეს.

მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, გამშვებ პუნქტთან თერმოსკრინიგს უტარებენ.

განსახლებისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსის ნონა ოტირბას თქმით, ისინი დაწესებული სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ. "ჩვენ 2 რიცხვში გავიხსენით, პრინციპში 4 - ში ვგეგმავდით, თუმცა დროზე ადრე დავიწყეთ, რადგან მოქალაქეებმა საზღვარი უკვე გადაკვეთეს და რიგში იდგნენ, პრინციპში მზადაც ვიყავით უკვე. ჯერჯერობით, შემოდიან ისინი, ვინც საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდება, თუმცა, ველოდებით, რომ საგზურებიანი ტურისტებიც ჩამოვლენ ერთ - ორ დღეში და ტუროპერატორებიც გაააქტიურებენ ჯავშნებს, ეს ყველაფერი ხომ ფრენებთან იყო დაკავშირებული", - ამბობს ოტირბა.  

მისივე თქმით, ისინი უზრუნველყოფილნი არიან აუცილებელი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე, მაგიდებს შორის, დაცულია დისტანცია.

კურორტის მენეჯერის აზამათ ბაგათელიას განმარტებით, სტუმრებისთვის მოწყობილია პარკინგის ადგილები, რათა შეუფერხებლად შეძლონ ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩამოდის, ადმინისტრაციულ კორპუსში უწევთ შესაბამისი პროცედურების გავლა. "სტუმრებს თერმოსკრინიგი უტარდებათ, თუკი ტემპერატურის მატება ფიქსირდება, ჩვენს თანამშრომლებს მონაცემები შეაქვთ სარეგისტრაციო ჟურნალში, შემდეგ აცნობებენ მედპერსონალს, რომელიც თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის ინფორმაციას", - თქვა ბაგათელიამ.

ბიჭვინთის პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ალინა ბარავკოვას თქმით, მედპუნქტები აღჭურვილია ინდივიდუალური დაცვის და სადეზინფენქციო საშუალებებით. "შეთანხმებული გვაქვს ყველაფერი და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენი მედიკოსები მაშინათვე გადიან გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით, რომლის უტილიზებას ახდენენ შემდგომ", - განმარტა სპეციალისტმა.

ბიჭვინთის დამსვენებელთა დიდი ნაწილი, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ვირუსისგან დაცვის მიზნით დიდ სიფრთხილეს არ იჩენს. ბევრი მათგანი უნიღბოდაც დადის. არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოს არ სჯერა ვირუსის არსებობის:

"ჩვენ მატარებლით ჩამოვედით, სიცხეს იქაც გვიზომავდნენ, ასევე წნევას და პულსს, ყველგან გვასხურებდნენ ამ სადეზინფექციო საშუალებებს...".

"ეს უბრალოდ ისეთივე გრიპია, როგორც სხვა გრიპები, თუმცა უფრო მეტი გართულება აქვს, მეტი არაფერი".

"ვთვლით, რომ ეს დაავადება საერთოდ არ არსებობს, ჩვენ მთებში ვიყავით "როზა ხუტორზე" და იქ კილომეტრიანი რიგები იდგა. როგორც ხედავთ, ჯანმრთელები ვართ და არ ვახველებთ... ნიღბებიც კი არ გვეკეთა და ყველაფერი კარგადაა, ნორმალურად...".
უფრო ადრე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაზეთ "იზვესტიესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "რომ რუსეთთან საზღვრის ხელახლა დაკეტვის საკითხი არ დგას", რადგან მისი აზრით, აფხაზეთში კოვიდ 19 - ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის დაკავშირებული რუსი ტურისტების შემოდინებასთან.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.