"მიმდინარე წელს ღონისძიება ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრებში. ღონისძიების მიზანია მშვიდობის პოპულარიზაცია, სამშვიდობო იდეების გაძლიერება. ღონისძიების მთავარი მოწოდება იყო - "ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას". ასევე შემუშავდება სამშვიდობო გზავნილის ტექსტი, რომელიც გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზეც სოციალური ქსელის მეშვეობით“, - აღნიშნა ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.
მისივე ცნობით აქტივობა პროექტის "ქალთა კლუბი მშვიდობისათვის" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია KVINNA TILL KVINNA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
ქალთა კლუბში გაერთიანებულია ორგანიზაციასთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალთა სამშვიდობო ქსელის წევრები, აქტივისტი ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში.სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები