ახალი ამბები
არასამთავრობოები: 2020-ის არჩევნები „ოცნების“ პირობებში ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“, - ამის შესახებ საქართველოში მოქმედი 25 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, არასამთავროები აცხადებენ, რომ განახლებული საარჩევნო სისტემის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ კანონშემოქმედებითი ორგანო, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ძალადობრივი დაპირისპირება, იყო ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება.

„ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.
შეჯამების სახით, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“, - აცხადებენ მეოთხე სექტორში.

განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ:

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია (GYLA)
3. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
5. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
7. კავშირი „საფარი“
8. მწვანე ალტერნატივა
9. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
11. საქართველოს მედია-კლუბი
12. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
13. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
14. ინფორმაციის განვითერაბის თვისუფლების ინსტიტუტი (IDFI)
15. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
16. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
17. რეგიონის განვითარების ცენტრი
18. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
19. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი
20. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
21. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
22. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)
23. სამოქალაქო ინიციატივა
24. სათემო ფონდი ლელი
25. სათემო ოქგანიზაცია „ნუკრიანი“





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.