ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვა იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები იწყება. კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #45, III სართული). ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინასური დოკუმენტის შექმნაში.

ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი:

15 ნოემბერი, 11:00 საათი - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).

15 ნოემბერი, 13:00 საათი - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია (გაერთიანებული სხდომა).

15 ნოემბერი, 15:00 საათი - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.

16 ნოემბერი, 11:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

16 ნოემბერი, 13:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

16 ნოემბერი, 15:00 საათი - საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“.

16 ნოემბერი, 17:00 საათი - არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან პროექტის განხილვა გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №52).

2022 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტი 46,5 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.