ახალი ამბები
წალენჯიხის მერიამ "ალტ ინფოს" ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა
წალენჯიხის მერიამ "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებულ "კონსერვატიულ მოძრაობას" ბანერის განთავსების ნება არ დართო. მერის, გია ხარჩილავას თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ორგანიზაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მათ ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლით ისარგებლეს, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

"სამხედრო ეროვნული სტრატეგიის მიხედვით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად იმ პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდა, რომელიც რუსული იმპერიული პროპაგანდის ნაწილია და დესტაბილიზაციის წყარო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მათი პროპაგანდის ნაწილის, ანუ ბანერების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვა. მაშინ, როცა უკრაინამ, მოლდოვამ საკანონმდებლო დონეზე დაიწყო აკრძალვები რუსეთის, როგორც დამპყრობელი სახელმწიფოს პარტიებისა და ტელევიზიების და მათი ანტიკონსტიტუციურად ცნობა, ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც დადგა ამის დრო. ყველაფერს უნდა ეწოდოს თავისი სახელი და ეს არის საკონსტიტუციო სამართლის თემა, რაზეც ვმუშაობთ წალენჯიხის მერიაში", - უთხრა "ათინათს" წალენჯიხის მერმა. 

პრორუსული პოლიტიკურ პარტია"კონსერვატიული მოძრაობა", გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. მოქალაქეთა პროტესტის ფონზე პარტიამ რამდენიმე ათეული რეგიონული ოფისი გახსნა, მათ შორის ზუგდიდშიც. საკუთარი ტელევიზიის "ალტ ინფოს" მეშვეობით პარტიის დამფუძნებლები და წევრები ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. ამასთან ისინი 2021 წლის 5 ივლისს დედაქალაქში გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.