ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პროექტის "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში რეგიონის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

"საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის 28 ივნისს გაფორმდა, ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების მოწოდება დაიწყო. ამ ეტაპზე ხობის, სენაკის, აბაშას, მარტვილის, ფოთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად გადაეცემათ 1 100 ლიტრიანი კონტეინერები. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ზომის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებისა და ურნების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა  დაგეგმილია ნოემბრის ბოლომდე. ხოლო ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები და ტექნიკური აღჭურვილობა ეტაპობრივად 2023 წლის აგვისტომდე გადაეცემათ", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.