ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს 2 წევრი "ხალხის ძალას" შეუერთდა
"ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის საკრებულოს 2 მოქმედი წევრი ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეულ მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირუზა კაკავა და ბეჟან შანავა თავადვე ადასტურებენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ ეს უკავშირდება მათ სურვილს "ხალხს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ". ამასთან დეპუტატები განმარტავენ, რომ ემიჯნებიან "ქართულ ოცნებას", თუმცა რჩებიან ქვეყნის ევროპული კურსის ერთგული.

"გვსურს ის, რაზეც ვსაუბრობდით მანამდე, ვილაპარაკოთ ხალხთან და ცნობიერების დონე ავამაღლოთ. ახლა ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ რაზეც ხდება ახლა საუბარი. მაგალითად შემიძლია ხაზი გავუსვა მეორე ფრონტის გახსნას, ვეწინააღმდეგები ამას, რადგან დევნილი ვარ და გამოვიარე რთული პერიოდი. არ მინდა ეს განმეორდეს, არ მინდა გაგრძელდეს ის, რაც ხდება უკრაინაში", - გვითხრა ირუზა კაკავამ.

კითხვაზე თუ რატომ ხედავს ამის საფრთხეს დეპუტატს ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ "მეორე ფრონტის" გახსნის საკითხი "დაურეგულირებელია". ამასთან ირუზა კაკავა ამბობს, რომ "ხალხის ძალა" პროევროპული მოძრაობაა და არ წარმოადგენს ანტიამერიკულ ძალას.

მოძრაობის კიდევ ერთი ახალი წევრი ბეჟან შანავა კონკრეტული მოტივების შესახებ საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ საკრებულოში რჩება, თუმცა, სავარაუდოდ, დატოვებს მმართველი პარტიის ფრაქციას.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკაში და რა სიტუაციაში არის დღეს საქართველო. კონკრეტიკა ცოტა მოგვიანებით... საკრებულოს წევრად დავრჩები და ფრაქციიდან მგონი გავალ, ალბათ დავტოვებ. ვემიჯნებით ჩვენ "ქართულ ოცნებას", თუმცა ვრჩებით იმ კურსზე რომელიც საზოგადოებას აქვს გადაწყვეტილი ევროინტეგრაციის კუთხით, უბრალოდ რაღაც საკითხებში, რაც ხალხმა უნდა იცოდეს ამ ინფორმაციას ფართო მასებში გავავრცელებთ. მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვებისკენ გვაქვს ორიენტაცია აღებული", - ამბობს დეპუტატი.

"ხალხის ძალამ" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები არიან. მათ შორისაა ხობის ყოფილი მერი გოჩა ქაჯაიაც, რომელიც დღეს ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
30 / აპრილი 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს.
30 / აპრილი 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.