ახალი ამბები
არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ - ანა წითლიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტარი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ ისაუბრებს, რადგან პარტიაში მიმდინარე პროცესები, როგორც წითლიძე განმარტავს, მისთვის არასასურველია.

ოპოზიციონერი დეპუტატი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, რომ ზუგდიდის ორგნიზაციაში განსხვავებული აზრებია და ყველა კანდიდატს მხარამჭერები ჰყავს. პოლიტიკოსი წერს, რომ ის ნებისმიერი კანდიდატის ხმას დაიცავს.


„ზუგდიდის პარტია დიდია და რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი აქაც არსებობს, პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტი, ვის ნაკლები - ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ - მე არცერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს ვის უნდა მისცენ ხმა. ამას ნებისმიერი დამიდასტურებს.

ვთვლი, რომ არჩევანში ყველამ საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მე, როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს სამეგრელოდან, არ მაქვს უფლება ვისაუბრო რომელიმე მათგანის სახელით, მე ხელი უნდა შევუწყო ყველას, რომ საარჩევნო მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მე ვარ და ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატის მხარდამჭერისთვის, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.

ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის რომ არცერთი ხმა არ დაკარგონ. სამართლიანი მე ეს მგონია.

მაგრამ მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მხარეს არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. წარმოუდგენლად მტკივნეულია და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის ლანძღვა, მელიას ღალატში, ან მეორე მხარის ღალატში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება.

ამით საერთო საქმე კნინდება.

მე არ ვეთანხმებოდი ამ ყველაფრის ასე დაწყებას, არც დროში, არც ფორმაში მაგრამ ასევე არ ვეთანხმები იმას, რა სახეც შემდეგ კამპანიამ მიიღო.

ჩემი შიმშილობის დასრულების დღეს მე ვისაუბრე და ვისურვე სიძულვილის, ბოღმის, ზიზღის დასრულება ამ ქვეყანაში - საპირისპიროში ჩემი პარტიის შიგნით მონაწილეობას მე არ მივიღებ.

არცერთი მათგანი არც ერთი მხრიდან არ მგონია მოღალატე, ყველას წვლილს ვაფასებ, ყველას უარყოფითიც ვიცი. ამაზე უფრო მეტს ქოცების გულის გასახარად საჯაროდ არ ვილაპარაკებ.

ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ამ პარტიაში მოვედი 2012 წელს - ციხეში ზის და სიკვდილს ებრძვის.

ამ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს და ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთად გავაგრძელოთ. ამ წესს ვინც დაარღვევს ჩემთვის ეგ იქნება მიუღებელი.

როგორიც არ უნდა იყოს მოცემულობა ამ არჩევნებიდან პარტია გამოვა გაძლიერებული.

მე ძალიან ბევრს დავდივარ სამეგრელოში. ველაპარაკები ხალხს.

ხალხს რაც სჭირდება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთიანი ბრძოლა რუსული ოცნების წინააღმდეგ მიშას და ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად“, - ვკითხულობთ წითლიძის პოსტში.

დღეს ზუგდიდში ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია შეხვდა მხარდამჭერებს, წალენჯიხაში კი - ლევან ხაბეიშვილი. არცერთ შეხვედრაზე წითლიძე არ გამოჩენილა.მანამდე ადგილობრივ ოფისში პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილმა საჯარო მხარდაჭერა მელიას, მეორე ნაწილმა კი ხაბეიშვილს გამოუცხადა.

შიდაპარტიული არჩევნები ენმ-ში მომდევნო კვირაში გაიმართება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.