ახალი ამბები
"ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის" - პროექტის დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, "ჯიჯი ივენთ-ჰოლში" ორგანიზაცია "ხელები მშვიდობისთვის" პროექტის "ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის  ფარგლებში 40 ახალგაზრდა ქალი სხვადასხვა ხელსაქმის, მათ შორის ტანსაცმლის მოდელირების, ქსოვა-ქარგვის ტექნიკისა და ტრიკოტაჟის წარმოების მიმართულებით გადამზადდა. "დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი ბენეფიციარების ერთობლივი ნამუშევრები., რომელიც დღეს გავიტანეთ დეფილეზე. ასევე, პარალელურ რეჟიმში, გვქონდა გამოფენა-გაყიდვა და ნებისმიერ მსურველს სიმბოლურ ფასად შეეძლო ბენეფიციარების ნამუშევრების შეძენა-დათვალიერება", - უთხრა "ათინათს" ორგანიზაციის დირექტორმა და პროექტის მენეჯერმა მაკო ჭკადუამ. მისივე განმარტებით, პროექტში ჩართულმა ქალებმა, ხელსაქმის პარალელურად, ისეთ თემაზე გაიარეს ტრენინგები, როგორიცაა სოციალური მედია, ციფრული მარკეტინგი და სხვა.პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (EU4Dialogue) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. "EU4Dialogue მხარს უჭერს კონფლიქტით  დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, რომ ქალებს ხელი შევუწყოთ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, მეწარმეობაში. ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი ღონისძიებაც. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებიდან 6 ქალმა უკვე დაიწყო სამსახური ხელსაქმის მიმართულებით, 8 ქალმა კი მოიპოვა საგრანტო დაფინანსება თავისი მეწარმეობის გასაგრძელებლად", - აღნიშნა EU4Dialogue-ის პროექტის კოორდინატორმა მარიამ ბეგიაშვილმა.პროექტი "ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის" გასული წლის ივნისიდან ხორციელდებოდა. მისი მიზანი, დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი, სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ახალგაზრდა ქალისთვის პროფესიული უნარების განვითარებით სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, სოციალური ინტეგრაცია და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.