ახალი ამბები
ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოვიღეთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა. აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც დაკავებული იქნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი", - ვკითხულობთ შს სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
მთელ მსოფლიოში ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მომხმარებელი უპირატესობას ბიოლოგიურად სუფთა, მინერალური სასუქით მოყვანილ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას,
ანაკლიაში ასოციაცია "კავკასნათის" ორგანიზებით,ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანასთან" ერთად ადგილობრივ მეწარმეები შვეიცარიელ პარტნიორებს, კომპანიების "გებანას" და "პაკკას" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ზუგდიდის მერია ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / ივნისი 2023
სოხუმში გამოეხმურნენ საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას, რა დროსაც მან მხარი დაუჭირა 30 მაისს "სახალხო მიტინგის" ლოზუნგებს.
01 / ივნისი 2023
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს ბავშვებს უფასოდ უმასპინძლებს.
31 / მაისი 2023
ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესზე ის აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნეს, რომელთა ფონოსკოპიური ესპერტიზის დასკვნით, თავმდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.