ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 46 მგზავრზე გათვლილ 2 ახალ ავტობუსს შეიძენს.
დოკუმენტებში ვკითხულობთ,რომ ახალი მუნიციპალური ავტობუსები შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.
მომსახურების შესყიდვის მიზნით, შპს ჯი-თი გრუპთან 687 000 ლარიანი კონსოლიდირებული შესყიდვა უკვე გაფორმებულია.
თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურება 9 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები