ახალი ამბები
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 855.4 ლარია - საქსტატი
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით, ანუ 260.4 ლარით გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

ამავე მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი;

მშენებლობა – 3 033.4 ლარი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო მამაკაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი შეადგინა, ხოლო მამაკაცებში – 329.1 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით მამაკაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293.0 ლარით, ანუ 17.1% გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა.

2023 წლის მესამე კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში – 4 073.1 ლარი;

მშენებლობის სექტორში – 3 037.0 ლარი.

უწყების ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ყოველთვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით, ანუ 14.4%-ით გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.