ახალი ამბები
ოჩამჩირეში მილიციამ ბრალდებული სასამართლოდან გაიტაცა - მედია
ოჩამჩირის რაიონული სასამართლოდან მილიციელებმა სასამართლოს განაჩენის გამოცხადებაც კი არ აცალეს პროკურატურის წარმომადგენლებთან ფიზიკური დაპირისპირები შემდეგ, ბრალდებული დარბაზში შეყვანამდე გაიტაცეს, წერს „ეხო კავკაზა“.

საბოლოოდ, ბრალდებული მილიციის რაიონულ განყოფილებაში აღმოჩნდა.

მომხდარის შესახებ, თავდაპირველად, აფხაზურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია. სააგენტო „აიაშარამ“ სასამართლოს შენობასთან ჩხუბის მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს მილიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილებს უპირისპირდება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვოუბა სასამართლოს კართან, პირდაპირ პროკურატურის წარმომადგენლებს გამოსტაცეს ხელიდან.

ამავე ინფორმაციით, ბრალდებულ ვოუბას ე.წ. პროკურატურა სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდა და სასამართლოზე დაკავებულისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მაგრამ ოჩამჩირის ე.წ.-მა მილიციამ ბრალდებულთან ანგარიშსწორება თავად გადაწყვიტა, სასამართლოსა და პროკურატურის უფლებების სრული იგნორირებით.

„ჰყავთ [ოჩამჩირის რაიონულ მილიციაში] მე-4 სართულზე. ვოუბას ნათესავებმა არაფერი იციან მისი მდგომარეობის შესახებ, რადგან მასთან შესვლის უფლებას არ აძლევენ ადვოკატებს“, - წერდა „აიაშარა“ 31 ივლისს.

იმავე დღეს, მოგვიანებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, ანას ქიშმარიამ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ „ადვოკატი დაკავებულთან დაუშვეს და მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა".

„სრული განუკითხაობაა“, - წერენ კომენტატორები სოციალურ ქსელებში.

"რას უნდა მოელოდე მათგან, ვინც ნარკოტიკებს საკუთარ ხალხზე ასაღებს".
"წაიყვანეს, რომ მერე ჯგუფურად სცემონ განყოფილებაში,
რას დაამსგავსეს ქვყანა, სრული ქაოსია".
"ვთქვათ, რომ ძველბიჭურად ვცხოვრობთ და ნუ მოგვაქვს თავი, რომ თითქოს კანონს ვემორჩილებით".
"ასეთები სჭირდებათ სისტემაში და ასეთებს ასაქმებენ".
"სრული დეგრადაცია".
"არავინ იცის თავისი უფლებები, რაღაც ბრძოლაა წესების გარეშე".
"არეულობაა ყველგან და ყველაფერში".
"მთლად ჭკუიდან შეიშალნენ. ფსკერი".

ანალოგიურ დასკვნამდე მიდის სააგენტო „აიაშარა“, რომლის მტკიცებით, ეს არ არის პოლიციელების დაუსჯელობის პირველი შემთხვევა:

„გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც დედაქალაქის პოლიციის კრიმინალური გამოძიების სამმართველოს უფროსმა, ალფრედ ნარმანიამ დაკავებულს სასამართლო დარბაზში სცემა და სასამართლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ საქალაქო სამმართველოში გადაიყვანა. ან ის შემთხვევა, როდესაც იგივე ალფრედ ნარმანიამ სცემა დაკავებული დაკავებული სოხუმის პროკურატურაში დაკითხვის დროს. შემდეგ გავიგეთ ახალი რაიოანი მილიციის თანამშრომლების ამბავი, რომლებმაც განყოფილებაში სცემეს დაკავებული და ეს მოქმედება ტელეფონზე გადაიღეს. რომელი მათგანი დაისაჯა? მართალია, არავინ. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად, ოჩამჩირის პოლიცია თავს უფლებას აძლევს მოქალაქეებზე თავდასხმას, რადგან იციან, რომ ამ ქმედებებისთვის მათ არავინ დასჯის. პირიქით, შესაძლოა, წოდებით დააწინაურონ, სერთიფიკატი ან პრემია მიენიჭონ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჩამჩირელი მილიციელების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი დაადასტურეს და ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ ე.წ. მინისტრის, რობერტ კიუტის მიერ „დანიშნულია სამსახურებრივი შემოწმება“ და, რომ ამ შემოწმებას „საკუთარი უსაფრთხოების სამსახური“ აწარმოებს.

ამავე თემაზე:

სოხუმელი მილიციელის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრა

სოხუმელი მილიციელი, რომელმაც მოქალაქეს სცემა, სამსახურიდან „უარყოფითი მოტივებით“ გაათავისუფლეს, - მედია

გალში ცემის შედეგად გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული მილიციელები პატიმრობიდან გაათავისუფლეს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
16 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.