ახალი ამბები
გალში ხანძარს ებრძვიან
გალის რაიონში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციამ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის რაიონის სამმართველოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 29 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა, რადგან არსებობდა საცხოვრებელ სახლებთან ცეცხლის მიახლოების საფრთხე. ინფორმაციას „გალ მედია“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხანძრის ყველაზე დიდი კერა გალის სამხრეთით გაჩნდა, სადაც მანდარინის პლანტაციები იწვის, ამ ეტაპზე ცეცხლი 14 ჰექტარზეა გავრცელებული. 

ხანძარია ქალაქ გალშიც, გალის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის ქრობაში ჩართულია ენგურჰესის სახანძრო ბრიგადა.

გვიან ღამით, გალში ოპერატიული შტაბის თათბირი გაიმართა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „საგანგებოს“ ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და იმედი გამოთქვა, რომ დილიდან მეხანძრეები ქ. გალში ხანძრის ლოკალიზებას შეძლებენ. რაც შეეხება მანდარინების პლანტაციებზე გავრცელებულ ხანძარს, მისი თქმით, იქ უფრო რთული ვითარება და ძნელად მისადგომი ადგილებია, შესაბამისად იმოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად, ცეცხლის კერების ჩასაქრობად. მისივე თქმით, რესურსი ამისთვის საკმარისი აქვთ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.