ახალი ამბები
პარტია "ახალის" წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა მაია კალანდიამ გუბერნიის შენობის ფასადზე საპროტესტო ბანერი გადმოფინა
პარტია "ახალის" წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა მაია კალანდიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე საპროტესტო ბანერი გადმოფინა. მასზე გამოსახულია შავი ლაქა, რომლითაც პოლიტიკოსმა არჩევნებში ხმის ფარულობის დარღვევა გააპროტესტა.

"ამ სიმბოლიკის გამოფენისთვის ყველაზე შესაბამისი ადგილი არის სწორედ იქ, სადაც გუშინ გამოვფინე, რადგან კაპიტნებისა და არჩევნების გამყალბებელთა უმრავლესობა მათ შორის ამ შენობაშიც არის. "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ჩართული იყო ამ საკითხში. აღნიშნული ფორმით, მინდოდა ყველას დაენახა ეს და მივანიშნე, რომ ამ შენობაშიც სხედან გამყალბებლები. ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. იმ შავი წერტილებით, რითაც მოფენილია ჩვენი ქვეყანა, კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, არჩევნების ფარულობა დაირღვა.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ამით მინდოდა მეთქვა, რომ ჩატარებული არჩევნებით და ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით", - ამბობს რადიო "ათინათთან" კალანდია.

შეგახსენებთ, მანამდე, ამავე შენობაზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი წარწერით "გაჟონილია" გადმოფინეს,

7 ნოემბრიდან, საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად სხვადასხვა წარწერები და სტიკერები პერიოდულად ჩნდება ზუგდიდის ქუჩებში.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბიუსტებსა და ძეგლებს პროტესტის ნიშნად შავი ლაქა გააკრეს (ფოტო)

ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა (ფოტო)

"გაჟონილია" - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე ბანერი გადმოფინეს

"გაჟონა მასწ" - ზუგდიდში საპროტესტო სტენსილი გამოჩნდა (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.