ახალი ამბები
მოსახლეობას ვთხოვთ, ე.წ ბიტკოინის აპარატების მფლობელების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ - მესტიის მერია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ უკონტროლო კრიპტო მაინინგის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ კრიტიკულად არის გაზრდილი და არსებობს ტრანსფორმატორის გადაწვის საფრთხე.

მერიის ცნობით, ე.წ ბიტკოინის აპარატების გამორთვის შესახებ მოწოდებამ შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო.

"მოსახლეობას ვთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ფლობენ აღნიშნული აპარატებს. მოხდება იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროება, რომელთა პირად ინტერესებსაც ეწირება დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებს, კრიპტო მაინინგის გამო, ელექტროენერგია არ მიწოდება. მისი თქმით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ე.წ ბიტკოინის აპარატების მფლობელები ისევ იმავე დატვირთვით მოიხმარენ ელექტროენერგიას, რამაც კრიზისული მდგომარეობა და ტრანსფორმატორის გათიშვა გამოიწვია.

ცნობისთვის, იგივე პრობლემის შედეგად გამოწვეულ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, 2021 წლის 30 დეკემბერს, ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში შეიკრიბა. მათ ხატზე დაიფიცეს, რომ კრიპტოვალუტის წარმოებას შეწყვეტდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.