ახალი ამბები
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. დოკუმენტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მისი ამოქმედების შემდეგ, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.

ამასთან, შეიქმნება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანონის საფუძველზე საზოგადოებრივ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ ფონდს, წარადგინონ საკუთარი პროექტი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საქმეში გამოიყენება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.