ახალი ამბები
სოხუმში „გამარჯვების მატარებელი“ ჩავა, - მედია
23 თებერვალს, სოხუმში, რუსეთიდან პირველად, „გამარჯვების მატარებელი“ ჩავა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კულტურის სამინისტროს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს არის „უნიკალური ინტერაქტიული მუზეუმი ბორბლებზე, გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება 2025 წლის 23 - დან 25 თებერვლის ჩათვლით.

მასში აღნიშნულია, რომ გამოფენა „ხელს შეუწყობს დიდი სამამულო ომის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას“. აქვე აღნიშნულია, რომ „მუზეუმის“ მუშაობა „დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება". 

"გამარჯვების მატარებლის ნულოვანი ვაგონში წარმოდგენილი იქნება მულტიმედიური გამოფენა აფხაზეთიდან დიდი სამამულო ომის გმირების ღვაწლის შესახებ. ის სპეციალურად მომზადდა აფხაზეთში მატარებლის პირველი ჩასვლისთვის. ვიზიტორები გაეცნობიან ვეტერანთა ისტორიებს. მათ შორისაა ალექსეი ლასურია, რომელიც ახლახან სოხუმში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ 100 წლის იუბილე აღნიშნა" , -ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

ამავე ცნობით, 26 თებერვალს „გამარჯვების მატარებელი“ გაჩერდება ქალაქ გუდაუთაში, სადაც „მუზეუმი“ რკინიგზის სადგურზე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.