ახალი ამბები
შსს: სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა მოლდოვის მოქალაქის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.