არჩევნები
სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას “ქართული ოცნების“ კანდიდატები წარუდგინეს (ვიდეო)
"ქართული ოცნების" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ზვიად ძიძიგურმა სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინეს.

ძიძიგურმა ადგილობრივ მოსახლეობას "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ორი წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან საკუთარი მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 მილიონი ლარი წაიღო.

"ეს არის კაცი, რომელსაც თავისი კუთხე სიგიჟემდე უყვარს, კაცი, რომელმაც 200 მილიონი წამოიღო და ზუგდიდში დახარჯა. წამოიღო მეგობრობით, ნაცნობობით, თუ გნებავთ, მეგრული მოხერხებულობით... არის აბსოლუტური ჩემპიონი მთელი საქართველოს მასშტაბით", - ასე დაახასიათა ძიძიგურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.

თავის მხრივ, ყოფილმა გამგებელმა ჯიხაშკარელებს უთხრა, რომ ის მათ არასდროს მოატყუებს და მათ გვერდით აპირებს დგომას.

"ვიქნები დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი გახდება. ზედმეტს არ დაგპირდებით, გატყუებენ ისინი, ვინც გპირდებიან. მე თქვენი წყალობით გავხდი გამგებელი და ვიმსახურე კეთილსინდისიერად, ასე ვაპირებ გავაგრძელო. ერთს გეტყვით: ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ", - მიმართა თოლორაიამ ადგილობრივებს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.