ჯიხაშკარში კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები ელექტროენერგიის გარეშე დაიწყო (ვიდეო)
09:22 / 22.10.2016
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე უბანზე განმეორებითი
არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა
და ცხრის ოთხ წუთზე პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანიც
დააფიქსირა, თუმცა უბანს ელექტროენერგია არ
მიეწოდება. კენჭისყრა და საარჩევნო კომისიის მუშაობის
პროცესი სანთლის შუქზე მიმდინარეობს.
,,ელექტროენერგიის გამორთვას პროცედურისთვის ხელი არ
შეუშლია, ყველანაირად მობილიზებული ვიყავით და ფუნქციების
განაწილება ჩავატარეთ ნორმალურ რეჟიმში,’’- განაცხადა საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მირცხულავამ.
ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დილიდან მეორე, 108-ე
უბანსაც, თუმცა მას უკვე აღუდგა ელექტროენერგია.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები