არჩევნები
მანანა კობახიძე - დღეს ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად
დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, რაც აღიარა უკვე ყველამ, ყველაზე უფრო კვალიფიციურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ განმუხურის საარჩევნო უბანთან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ნება მშვიდ და თავისუფალ გარემოში გამოხატონ.

“უპრეცედენტოდ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატარეთ. კარგია, რომ ჩვენ აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში განმეორებით ვატარებთ ამ სამ უბანზე არჩევნებს. დღეს მთავარია, რომ იყოს აქტიურობა და ყველამ თავისი ნება გამოხატოს თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მე რა თქმა უნდა მხარდასაჭერად ვარ ჩამოსული, მაგრამ ჩვენ აქ ახლა კამპანიას არ ვეწევით. უბრალოდ გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა”,- აღნიშნა მან.

ამასთან, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდება, რეაგირება ცესკო-ს მხრიდან უნდა მოხდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.