არჩევნები
ზუგდიდის მერობის კანდიდატების ბიზნეს წილები და ქონება TI-ს კვლევის მიხედვით (ვიდეო)
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციამ მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიების პირველი ნომრების ბიზნეს წილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რისთვისაც მათ საჯარო რეესტრისა და დეკლარაციების საიტები გამოიყენეს, ზუგდიდის მერობის რამდენიმე კანდიდატი ბიზნეს წილებს ფლობს.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია შპს „მედჰაუსის“ 100%-იან წილს ფლობს, დირექტორი კი მისი მამა ალმერ გოგიაა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მერობის კანდიდატის ბოლო დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. გარდა ამისა, გოგიას სახელზეა გაფორმებული სოფელ ცაიშში 3 000 კვ.მ-ის მიწინს ნაკვეთ და საცხოვრებელ სახლი ზუგდიდში.


დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული „ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატს ლევან კონჯარიასაც. კერძოდ, მას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ შპს „ელიტ ბრენდ კომპანის“ 25%იანი წილის მფლობელია, მისი შვილი ოთარ კონჯარია კი შპს „ექსპრეს პრინტინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი. კონჯარია თბილისსა და ზუგდიდში ორ ბინას, ორ საცხოვრებელ სახლს ზუგდიდში, მიწის ორ ნაკვეთსა და ოთხ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.



რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლელა ქებურიას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ მისი მეუღლე გიორგი ჯიქია შპს „დლგ ჯგუფის“ 100 %-იან წილს ფლობს და ამავე კომპანიის დირექტორია. თავად ლელა ქებურიას კი, დეკლარაციის თანახმად,ზუგდიდში საცხოვრებელი ბინა აქვს.


ინგირში მიწის ნაკვეთს ფლობს „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა, რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს დომენტი სიჭინავას, მის სახელზე საჯარო რეესტრში რაიმე ქონება მითითებული არ არის, თუმცა შპს „ბაია ზუგდიდის“ 90%იანი და შპს „სამარგალოს“ 100%იანი წილის მფლობელია.



რაც შეეხება პარტიული სიის პირველ ნომრებს, მმართველი გუნდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მამუკა წოწერია შპს „ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელია, მისი მეუღლლის სახელზე კი საცხოვრებელი სახლი და ზუგდიდში მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. .

საჯარო რეესტრში არ არის არანაირი მონაცემი ენმ-ის სიის პირველი ნომრის ანი წითლიძის ქონების შესახებ, ისევე, როგორც ბათლომე შელიას ქონების შესახებ. გარდა იმისა, „ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შპს „ნაგი 21-ის“ 50-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

ბინას და მიწინს ნაკვეთს ფლობს ზუგდიდში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი გურგენ სართანია.

TI-ის ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, თანამდებობის პირთა მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები პრობლემაა, რადგან საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მათი ბიზნესინტერესების შესახებ.



„ჩვენ ამ ინფორმაციას ვაქვეყნებთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. ასევე, სამი კანდიდატის მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები უკვე პრობლემაა და მათ შემდეგში სრულად უნდა შევასონ ინფორმაცია მათი და მათი ოჯახის წევრების ბიზნესწილებისა და საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ“, - დასძინა თოდუამ.

გარდა ამისა, კვლევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატების ქონებრივი და ბიზნესწილების შესახებ არის ინფორმაციაც წარმოდგენილი. კვლევაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის, ხობისა და ფოთის მერობის კდანდიდატები "ქართული ოცნებიდან" სხვადასხვა დროს შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები ან თანამდებობის პირები იყვნენ ენმ-დან. ამასთან, ფოთის მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიან 2012 წელს შემოწირულობა ენმ-სთვის, 2016 წელს კი - "ქართული ოცნებისთვის" აქვს გაკეთებული. 2017 წელს "ევროპულ საქართველოს" ლელა ქებურიამ 10 000 ლარი შესწირა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.