ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გაფრთხილება მიიღო (ვიდეო)
19:44 / 23.10.2017
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მე-100, 46-ე და
მე-20 საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილება დააკისრა.
დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები „სამართლიან არჩევნებს“ და
„საიას“ ჰქონდათ შეტანილი.
კომისიის 13 წევრიდან ყველა დაეთანხმა მეასე უბნის თავმჯდომარისთვის
აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საიას საჩივრის თანახმად,
ოქმზე არ იყო ბეჭდები და საარჩევნო ყუთებზე ლუქები განთავსებული იყო
მხოლოდ ერთ მხარეს. თავად თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევების მიზეზად
საკუთარი გამოუცდელობა დაასახელა.
სხდომას არ დასწრებია 46-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
რომლის მიმართაც კითხვები 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს მირანდა მესხს ჰქონდა. საუბარია გადასატანი ყუთის
შედეგებისა და საბოლოო კენჭისყრის შედეგების გაბათილების
მოთხოვნაზე.
„ძალიან მაინტერესებს, როგორ გააბათილებდა იმ ორ ხმას. გრძნობს, ალბათ
თავის დანაშაულს“, - თქვა მესხმა.
13 კაციანი კომისიიდან სამი ოპოზიციონერი წევრი თავმჯდომარისთვის
მკაცრ ზომას, კონკრეტულად კი ხელფასის დაკავებას ითხოვდა, თუმცა,
ხმათა უმრავლესობით მას მხოლოდ გაფრთხილება დაეკისრა. რაც შეეხება
გაბათილებას, კომისიამ არც ამას დაუჭირა მხარი, არგუმენტად კი
წევრებმა ის მოიყვანეს, რომ ორი ხმა არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ
მოახდენდა.
„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ საჩივრები მეოცე საარჩევნო
უბანსაც შეეხო. აღნიშნულ უბანზე ოქმებზე არ იყო დასმული ბეჭედი და
ერთ-ერთ ოქმში შედეგების აღმნიშვნელი ციფრები გადასწორებული იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის 3 წევრი 500 ლარიანი ჯარიმის
დაკისრებას ითხოვდა, თუმცა კომისია ამ შემთხვევაშიც მხოლოდ
გაფრთხილებით შემოიფარგლა.
დღეს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემოსული 9 საჩივრიდან 8 მათგანი
განიხილა. „საიას“ ერთ საჩივარზე, რომელსაც ვიდეო მასალა ერთვის,
მირანდა მესხის თქმით, კომისია ხვალ იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომას კომიისიის ყველა წევრი და „სამართლიანი
არჩევნებისა“ და „საიას“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები