კულტურა
ზუგდიდის ART - გალერეაში კონკურსი "მე და კონსტიტუცია" ჩატარდა
კონკურსის "მე და კონსტიტუცია" მეორე ეტაპმა დღეიდან სტარტი საქართველოს ყველა რეგიონში აიღო. ზუგდიდში ის სამხატვრო გალერეაში ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის სკოლებში შექმნილმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

უფროსკლასელები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრნენ.

ART - გალერეაში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძე დაესწრო.

პირველი ტურის შედეგად, რომელიც კონსტიტუციის თემაზე ვიდეორგოლების გადაღებას ითვალისწინებდა, 100-ზე მეტი სკოლა შეირჩა. მეორე ტურის გამარჯვებულები გადავლენ ფინალში, სადაც სამი პრიზიორი გამოვლინდება.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი პარიზსა და სტრასბურგში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილზე გასულები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ.

პროექტს ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორია" პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებში უმაღლესი კანონის ცოდნის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.