Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/7kenichiohmaestrategyfriday.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/7kenichiohmaestrategyfriday.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/7kenichiohmaestrategyfriday.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/7kenichiohmaestrategyfriday.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
”ადამიანური კაპიტალის” განვითარების მიხედვით, საქართველო ყველა მეზობელს ჩამორჩება
ადამიანური კაპიტალის განვითარების მიხედვით, საქართველომ 2013 წელს მსოფლიოს 122 ქვეყანაში 77-ე ადგილი დაიკავა. ”მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მოხსენებაში საქართველომ - 0.258 ქულა დააგროვა (მაქსიმალური ქულა - 1.455, ხოლო მინიმალური ქულა 1.153 -ით განისაზღვრა). აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე მსოფლიოში შვეიცარიაა. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამ მხრივ, ესტონეთი ლიდერობს (27-ე ადგილი). მას მოსდევს ლიტვა (34-ე), ლატვია (38-ე) ყაზახეთი (45-ე) რუსეთი (51-ე), უკრაინა (63-ე), აზერბაიჯანი (64-ე), სომხეთი (73-ე). საქართველოზე ცუდი მაჩვენებლები მხოლოდ მოლდავეთს (83-ე) და ყირგიზეთს (92-ე) აქვთ. მეზობელი თურქეთი სიაში მე-60 ადგილს იკავებს. ადამიანური კაპიტალი უცხოელმა ექსპერტებმა ოთხი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით შეაფასეს, მათ შორის განათლებით, რომლითაც საქართველომ 74-ე ადგილი დაიკავა, ჯანმრთელობის დაცვითა და კეთილდღეობით (66-ე ადგილი),სამუშაოსა და დასაქმებით (102-ე ადგილი), ასევე ხელსაყრელი გარემოთი (76-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ განათლების განყოფილებაში სწავლების ხელმისაწვდომობის კუთხით (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს (34-ე ადგილი), თუმცა, ხარისხი საკმაოდ სუსტია (90 -ე ადგილი). განსაკუთრებით მათემატიკისა და მეცნიერების მიმართულებით (89-ე ადგილი) და მენეჯმენტის სკოლებში (94-ე ადგილი). ჯანდაცვის ხარისხისა და მისაწვდომობის კუთხით საქართველო ასევე ერთ-ერთ არასასურველ პოზიციას იკავებს (87-ე ადგილი). აღსანიშნავია, რომ ამ პარაგრაფში შეტანილია ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან. გამოკითხულთა 15%-ს საქართველოში დეპრესია აქვს (მაქსიმალური რიცხვი მსოფლიოში 37%-ია) და, შესაბამისად, 85-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება შრომას, უმუშევრობის დონით სხვა ქვეყნებს შორის ჩვენს ქვეყანას 97-ე ადგილი უკავია. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი ახალგაზრდა თაობაში (99-ე ადგილი). უარყოფითი მაჩვენებლები აქვს საქართველოს ტალანტის აღმოჩენის (84-ე ადგილი) და შენარჩუნების (78-ე ადგილი) მიმართულებით. რაც შეეხება ნიჭიერი თანამშრომლის მოძიებას, ამ მხრივ, 109-ე ადგილს იკავებს. ინოვაციების ნიჭში 104-ე ადგილით შემოიფარგლა. კიდევ უფრო დაბალ დონეზეა (114-ე ადგილი) ტრეინინგ-სერვისები. ამავე ადგილს იკავებს საქართველო უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის კვლევისა და განვითარების თანამშრომლობის მიხედვით. უცხოელმა ექსპერტებმა გამოიკვლიეს, რამდენად ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიები და კომუნიკაციის საშუალებები მოსახლეობისთვის. მობილური ტელეფონების რაოდენობის მიხედვით, საქართველომ 74- ე ადგილი დაიკავა, ხოლო ინტერნეტის მომხმარებლების მიხედვით - 69-ე, რაც შეეხება შიდა ტრანსპორტის ხარისხს - ამ მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს (47-ე ადგილი). სამაგიეროდ, ქვეყანას ნეგატიური მაჩვენებელი აქვს სოციალური (111-ე ადგილი) და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით (105-ე). ერის ინტელექტუალური კოეფიციენტი უცხოელმა ექსპერტებმა 86,5 ქულით შეაფასეს, რაც საშუალო მაჩვენებელია.   "bpn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.