Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/10379080_869993729695311_1105022971_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ხაშურის რაიონში
ხაშურის რაიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში სამი პაციენტი გარდაიცვალა.ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები ჭარბობენ, რომლებსაც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან აქტიური შეხება აქვთ. შექმნილ მდგომარეობას ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ. "იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში, 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. სულ საქართველოში 15 ფაქტია დაფიქსირებული, აქედან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ხაშურზე მოდის, ბუნებრივია შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ზომების მიღება უნდა მოხდეს კომპლექსურად, სხვა უწყებებთან ერთად", - განაცხადა ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ყირიმში აღმოჩენილი ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ინფექციაა და ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, გაციების მსგავსი სიმპტომები, სისხლჩაქცევები, - ეს ის კლინიკური ნიშნებია, რაც ყირიმ-კონგოს ცხელებას ახლავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.