საზოგადოება
ზუგდიდში მშენებარე ტაძრის ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა. 300 - მდე ადამიანი საპატრიარქო სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგს ელოდება. იქვე იმყოფებიან სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეკრებილების ინფორმაციით, მეუფე ვახტანგი, რომელმაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ხობში მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის წმინდა სამოსელის გადაბრძანების საკითხი უნდა განიხილოს, უკვე გზაშია.

მრევლი ტაძრის ეზოში, მეუფეს რეზიდენციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაშიც იყო შეკრებილი, ისინი დროებით მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მეუფის ჩამოსვლის დრო დაზუსტდა. მშენებარე ტაძრის ეზოში შეკრებილები სიწმინდის ხობში, მეზობელ მუნიციპალიტეტში, თუნდაც ერთი დღით, გადატანას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამას არ დაუშვებენ. ის, თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან პირველ დადიანს ზუგდიდში, სამთავროს სასახლეში გადაუსვენებია. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.