გიორგი მარგველაშვილმა ზუგიდიდის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი ვაჟა ესართია დააჯილდოვა (video)
დღეს ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის # 2 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა.
მინისტრმა ამავე სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ვაჟა ესართიას სამინიტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
ვაჟა ესართია 77 წლის არის, იგი ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში 1956 წლიდან მუშაობს. მას გამოცემული აქვს რეკომენდაციათა კრებული ფიზიკის მასწავლებელთათვის,აქტიურად მონაწილეობს სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებში. 2008-2009 წელს იგი საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.
განათლების მინისტრი მეორე საჯარო სკოლაში შეკრებილ პედაგოგებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სისტემაში არსებულ სიახლეებზე და გამოწვევებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.










მასალის გამოყენების პირობები