Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/deleted-files.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/deleted-files.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/deleted-files.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/deleted-files.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდება
5 სექტემბერს, 15:00 საათზე ე.წ. „მოდულის“ შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერები განადგურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროცესს დაესწრებიან კომისიის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - თამარ ქალდანი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი - ლაშა ტუღუში, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი - კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“- ს აღმასრულებელი დირექტორი - ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები. 2 სექტემბერს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის“ სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“-ს ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ თაბუნიძე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა კობიძე და დეპარტამენტის თანამშრომელი დავით გაბეხაძე. 3 სექტემბერს მოდულის შენობაში შედგა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც არსებული 110 დისკიდან შერჩევითი პრინციპით მოხდა რამდენიმეს (სამის) ამორჩევა. ადგილზევე მოხდა მათი დამუშავება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები გაეცნენ ამ დისკებზე არსებულ ჩანაწერებს. დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეიცავენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. შედგა შესაბამისი ოქმი, ზემოთაღნიშნული სამივე დისკი კი განადგურდა. დანარჩენი დისკები ისევ მოთავსდა კონტეინერში, დაილუქა და გამზადდა საჯარო განადგურებისათვის. ფარული ჩანაწერების ამსახველი დისკების განადგურება მოხდება ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამანადგურებელი აპარატის „შრედერის“ საშუალებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.