Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ozoni.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ozoni.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ozoni.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/ozoni.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს 194 ქვეყანაში აღინიშნება
16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი, ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ოზონის შრე დედამიწას მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს, რომლის ზემოქმედებაც მავნეა ადამიანებისათვის, ცხოველებისა და მცენარეებისათვის. 1996 წელს საქართველო შეუერთდა ვენის კონვენციას და მონრელის ოქმს და აიღო საერთაშორისო ვალდებულება, ეტაპობრივი შემცირებით, საბოლოოდ ამოეღო ხმარებიდან ოზონდამშლელი ნივთიერებები. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან. 2008 წლისთვის, ვალდებულებით ნაკისრზე 2 წლით ადრე, საქართველომ საერთოდ შეწყვიტა ოზონის შრისათვის ყველაზე საშიში ნივთიერებების - ქლორფტორნახშირბადების (CFCs) და ჰალონების - მოხმარება. საქართველო აგრეთვე ვალდებულია, 2013 წლიდან გაყინოს ჰიდროქლორფთორნახშირბადების (HCFCs) გამოყენება საბაზო დონეზე (83.9 ტონა), ხოლო მათი მოხმარება შეამციროს 2015 წლისთვის - 10%-ით, 2020 წლისთვის კი - 35%-ით. საქართველოს ინიციატივით შეიქმნა ევროპისა და შუა აზიის ოზონის ქსელი, რომელიც 13 ქვეყანას აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ქსლის სხვა ქვეყნებთან, უზიარებს მათ ცოდნას და გამოცდილებას, უწევს ექსპერტულ დახმარებას. გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ასევე განხორციელდა შემდეგი მნიშვნელოვანი აქტივობები: დაარსდა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი; აღიჭურვა 20 სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სერვის-ცენტრი; 800 მემაცივრესა და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსს ჩაუტარდა სწავლება; 3 პროფესიულ სასწავლებელში (თბილისი, ქუთაისი, ქობულეთი) დაინერგა მაცივარტექნიკოსის სწავლების კურსი. სასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, სწავლების კომპიუტერული პროგრამა, სილაბუსი და სახელმძღვანელოები; საბაჟოს 200 თანამშრომელს ჩაუტარდა სწავლება და შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა საბაჟოსათვის; 17 ორგანიზაციას გაეწია ტექნიკური და ფინანსური დახმარება ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მომუშავე დანადგარების ალტერნატიულ ნივთიერებებზე გადასაყვანად; შემუშავდა რეკომენდაციები ოზონდამშლელი ნივთიერებების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით; ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, მათ შორის, მედია ტრენინგი და რადიო გადაცემათა ციკლი ოზონის შრის პრობლემებზე; შეძენილ იქნა თანამედროვე ოზონდამშლელი ნივთიერებების იდენტიფიკატორი; შეძენილ იქნა არაოზონდამშლელ ნივთიერებებზე მომუშავე ქიმწმენდის დანადგარები; გამოიცა ჟურნალის „ხელოვნური სიცივე და გარემო“ პირველი ნომერი; დაიგეგმა ოზონდამშლელი ნივთიერებების არღიცხვის და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამის შექმნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.