Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/tbilisi-ls-photo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/tbilisi-ls-photo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/tbilisi-ls-photo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/tbilisi-ls-photo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
"ხუდონჰესის" საკითხზე დისკუსია გაიმართება
 "ხუდონჰესის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დღეს გარემოსდამცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, დისკუსია გაიმართება. კონფერენციაზე მიწვეული არიან: ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. დისკუსიის ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ინვესტორი, ინდურ-ქართული კომპანია "ტრანსელექტრიკა ლიმიტედის" მიერ წარმოდგენილი პროექტის ის ნაწილი, რომელიც მათივე განცხადებით, დამთავრებულად ითვლება. ასევე დარგის სპეციალისტების მიერ გაკეთდება ანალიზი. ნაჩვენები იქნება ძირითადი საფრთხეები, რაც "ხუდონჰესის" აშენების შემთხვევაშია მოსალოდნელი, კერძოდ: სტიქიის, ანუ ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრები, ზვავები) განვითარების შედეგები; ომის შემთხვევაში "ენგურჰესის" და "ხუდონჰესის" კაშხლები, როგორც პირველი "დარტყმის წერტილები". "წარმოდგენილი იქნება, ნგრევის შედეგად წყალსაცავებში დაგროვებული 1,5 მილიარდი კუბამეტრი წყლის გავლენა მოსახლეობაზე. ეს წამოადგენს მთელი დასავლეთ საქართველოს - სამეგრელოს, აფხაზეთის, გურია-აჭარის დატბორვის საფრთხეს. ასეთ შემთხვევაში კატასტროფა ემუქრება თურქეთის სანაპიროსაც. ასევე ნაჩვენები იქნება პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნისათვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის "სარგებლიანობის" ეფექტი; ადგილობრივი მოსახლეობის: ხაიშის, ადლიანის, ჭუბერის - ჯამში ენგურის ხეობის მოსახლეობის მდგომარეობა და სოციალურ-ეკონომიკური პირობები. საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რა პროგრამა შეიძლება იქნას შეთავაზებული ენერგეტიკის განვითარებისათვის და მათ შორის, უშუალოდ ენგურის ხეობაში. შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ მომხრე-მოწინააღმდეგეთა აზრის განხილვა-შეჯერების საფუძველზე ოპტიმალური გამოსავლის პოვნის მცდელობა ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები" - აცხადებენ დისკუსიის ორგანიზატორები. მათივე ცნობით, ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, მორიგი აქცია სოფელ ხაიშში გაიმართება. "ინტერპრესსნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.