Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10341551_644317095659370_9209829730664741276_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10341551_644317095659370_9209829730664741276_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10341551_644317095659370_9209829730664741276_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10341551_644317095659370_9209829730664741276_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს
2014 წლის ბოლოსთვის იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა,  დავით დარახველიძემ მიაწოდა. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება. პრემიერის განმარტებით, დევნილებზე ზრუნვა მათი გრძელვადიანი განსახლებით იწყება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ დევნილები ქართული სახელმწიფოს შენების საქმეში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ."ჩემთვის ყოველთვის ემოციური და საპასუხისმგებლოა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა. დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. სამწუხაროდ, ორი ათეული წლის შემდეგაც დღის წესრიგში დგას დევნილთა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებითა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. დევნილების ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვცდილობთ,  ყველა დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებთნ შეხვედრისას. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისში იგეგმება უპეცედენტო მასშტაბის სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. შედეგად ბინით დაკმაყოფილდება 8 ათასი დევნილი. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებში დევნილებიც ჩაერთვებიან. ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი დევნილის,  კარინა კალანდაძის ოჯახს ესტუმრა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ზესტაფონში დევნილებს ორი რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. რუსთაველის #6 და უზნაძის #142-ში მდებარე ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 134 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელთაგან 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. დღევანდელი მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში დევნილებს 9 რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. ბინებით რეგიონში 1672 დევნილი დაკმაყოფილდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.