ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარი ცხოველების გაყვანის ტენდერი ისევ ოზურგეთის თავშესაფარმა მოიგო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ "ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა" მოიგო. აღნიშნული მომსახურებისთვის მერია 48 600 ლარს დახარჯავს. ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად ქალაქიდან 360 ძაღლი გაიყვანოს, მოგვიანებით კი ბუნებრივ არეალში დააბრუნოს. 

თავშესაფარში ცხოველები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დამუშავდნენ. ასევე, ძაღლებს სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდება. მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღს, ის ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს.

თავშესაფრის პროექტის მომზადება შპს "კოლოსმა", დაახლოებით, 2 წლის წინ დაასრულა. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების სერიის "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" პირველი წიგნის "კაჟანდიი ქერქუუს არიკის" პრეზენტაცია გაიმართა.
ქალთა ფონდი „სოხუმმა“ ახალი მონიტორინგის ანგარიში - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ გამოაქვეყნა.
საზოგადოება
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
"საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის" პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, 3 "საუკეთესო მუზეუმელი" გამოავლინეს,
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / დეკემბერი 2022
2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, აივ/შიდსით რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილების მიხედვით, სამეგრელო რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა.
30 / ნოემბერი 2022
რუსეთში "აფხაზეთის ელჩად" ალხას კვიცინია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, წერს "ეხო კავკაზა".
30 / ნოემბერი 2022
„სამეგრელოს კულინარიული მემკვიდრეობა - ევროპული თავგადასავალი“ - ზუგდიდის ბიბლიოთეკა ახალ პროექტს იწყებს, რომელიც XVII-XIX საუკუნეების ევროპელი მოგზაურების ცნობების მიხედვით სამეგრელოს კულინარიული მემკვიდრეობის გაცოცხლებას ითვალისწინებს.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2022 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.