ლელო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კორუფციის ნიშნებს ვხედავთ (ვიდეო)
ზუგდიდის ახლად რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის გარკვეული მონაკვეთების დატბორვას მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისში გამოეხმაურნენ.
ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი ამბობს, რომ ბაღში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში კორუფციის ნიშნებს ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ პროექტისთვის დახარჯული თანხა შესრულებულ სამუშაოებს არ შეესაბამება. ახვლედიანი ხელისუფლებას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.ორდღიანი წვიმის შედეგად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ადგილას წყლის გუბეები დადგა. ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან და ტერიტორიას ათვალიერებენ.










მასალის გამოყენების პირობები