ახალი ამბები
#STOPCOV - გიგი სიჭინავას ნახატი COVID 19-ის წინააღმდეგ
15 წლის გიგი სიჭინავამ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ნახატი 10 წუთში შექმნა. როგორც მოზარდის დედა ნათია სახოკია გვიყვება, გიგიმ ნახატზე გამოსახულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს სახელებიც დაარქვა. ნიკოლოზი და საბა COVID 19-სგან თავს პირბადით იცავენ. მხატვარმა ვირუსს მწვანე ფერი შეურჩია,ხოლო ნამუშევარს #STOPCOV დაარქვა.

„გასული ვიყავი, დაახლოებით, 10 წუთში მოვბრუნდი და ეს ნახატი დამახვედრა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვერ თქვას ის, რასაც ფიქრობს და განიცდის, მაგრამ გიგი თავის სათქმელს ნახატებით ყოველთვის გადმოსცემს. კორონავირუსის გავრცელებას  ძალიან განიცდის და ეს ნახატიც ამის გამოძახილია“, - ამბობს ნათია სახოკია.

გიგი სიჭინავამ გასულ თვეებში ჩაგვრის წინააღმდეგ ნახატი შექმნა, რომლის მიხედვით სტიკერები დაამზადეს და სკოლებში დაარიგეს.

მას დღემდე 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.