ახალი ამბები
სოხუმში გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სოხუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ ოპერატიული შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.  ამავე ცნობით, 2005 წელს დაბადებული პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, პოლიორგანული უკმარისობით შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მანამდე, 3 აპრილს პაციენტი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, "ნაწლავური ინფექციის" დიაგნოზით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გარეშე. 5 აპრილს ის ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, რომელიც უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა. ამავე ცნობით, "ის შშმ პირი იყო, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი".

ეპიდსიტუაციის გათავლისიწნებით, გარდაცვლილს Covid -19 - ზე აუღეს ანალიზი.

აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, 8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, გაგრის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
02 / მაისი 2024
1 მაისს, სოხუმის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა 46 წლამდე მოქალაქეს ქალაქის სანაპიროზე გაუხსნა ცეცხლი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.