სოფელ საბერიოში კოვიდ-19 კიდევ 5 პირს დაუდგინდა									
			
		
						
								
								სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 165 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. აქედან,  29 პირი ე.წ. საბერიოს კლასტერის კონტაქტია. გამოკვლეულებს შორის ახალი კორონავირუსი  6 პირს დაუდგინდა,      
მათ შორის, 5 საბერიოს მკვიდრია, ერთი კი ფოთის მცხოვრები. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.
"ფოთელ ახალგაზრდა მამაკაცს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი 32-ივე კონტაქტი დადგენილია და არიან თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა თორიამ.
ამ დრომდე, საბერიოში ახალი კორონავირუსი 44 პირს დაუდგინდა, მათი უმრავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია.
			
											"ფოთელ ახალგაზრდა მამაკაცს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი 32-ივე კონტაქტი დადგენილია და არიან თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა თორიამ.
ამ დრომდე, საბერიოში ახალი კორონავირუსი 44 პირს დაუდგინდა, მათი უმრავლესობა ენგურჰესის თანამშრომელია.
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები