ზუგდიდში გამოკვლეულ 12 პირს კორონავირუსი დაუდგინდა 									
			
		
						
								
								სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ზუგდიდში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 673 პირის    
ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და მათგან 12-ს Covid-19 დაუდასტურდა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განმარტებით, 9 ახალი შემთხვევა ე.წ საბერიოს, ხოლო 3 "ოქროს ბირჟის" კლასტერს განეკუთვნება. მისივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი უმეტესობა, 63 პაციენტი, რუხის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. 
სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 178 პირი იმყოფება.
			
											სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 178 პირი იმყოფება.
 
 
 
					 
						

 
							 
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                     
                                     
                                     
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
                                       
				 
				 
				








მასალის გამოყენების პირობები