ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის მასშტაბით 581 ადამიანი გამოიკვლიეს და კორონავირუსი 108 მათგანს დაუდასტურდა. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 194 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, 57 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19 სულ 36 675 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 29 267, ხოლო გარდაიცვალა 547 პირი.

16 დეკემბერს სოხუმი რუსეთის მრავალპროფილურმა მობილურმა ჰოსპიტალმა დატოვა. პანდემიის პერიოდში სამხედრო საველე ჰოსპიტალი  ორჯერ მოეწყო ქალაქში და მოქმედებდა 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 13 დეკემბრამდე, მანამდე კი 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე.

"ჯანდაცვის მინისტრის" ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა დიდი დახმარება გაუწია აფხაზ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ახლა მთელი დატვირთვა ისევ ადგილობრივ მედიკოსებს დააწვება.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში 20 დეკემბრამდე კარანტინი გამოცხადდა. ამავე ცნობით, საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ არის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.