კონკურსის "მე და კონსტიტუცია" მეორე ეტაპმა დღეიდან სტარტი
საქართველოს ყველა
რეგიონში აიღო. ზუგდიდში ის სამხატვრო გალერეაში ჩატარდა და მასში
მუნიციპალიტეტის სკოლებში შექმნილმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
უფროსკლასელები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში ბრეინ რინგის
პრინციპით შეეჯიბრნენ.
ART - გალერეაში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძე
დაესწრო.
პირველი ტურის შედეგად, რომელიც კონსტიტუციის თემაზე ვიდეორგოლების
გადაღებას ითვალისწინებდა, 100-ზე მეტი სკოლა შეირჩა. მეორე ტურის
გამარჯვებულები გადავლენ ფინალში, სადაც სამი პრიზიორი
გამოვლინდება.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი პარიზსა და სტრასბურგში გაემგზავრება,
მეორე და მესამე ადგილზე გასულები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ
კომპიუტერებს მიიღებენ.
პროექტს ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორია" პრეზიდენტის
ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით
ახორციელებს და მისი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებში უმაღლესი
კანონის ცოდნის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები