ნინო კასრაძის საუბრები ესმა ონიანზე ზუგდიდში (ვიდეო)
20:11 / 18.01.2017
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მსახიობმა ნინო
კასრაძემ ქართველი მხატვრისა და პოეტის ესმა
ონიანის წიგნი „ისევ მე ვარ, ისევ მოვსულვარ!“
წარადგინა. მან ავტორზე ისაუბრა და მისი ლექსები წაიკითხა. კასრაძის
თქმით, დღევანდელი საღამოს მიზანია, პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ
არ იცნობს საზოგადოება ისეთ დიდ პოეტს, როგორიც ონიანია.
მსახიობმა ესმა ონიანის, როგორც პოეტის დაფასებაზე, თავის დროზე,
მწერლის რეზი თვარაძის სიტყვები წაიკითხა:''ეს იყო სიმძაფრე, რომელიც
ძნელი გასაძლები იყო იმ დროისთვის. მაშინ ასე არავინ არ წერდა, გარდა
ანა კალანდაძისა და ადრეული გალაკტიონისა. ეს დღემდე ვერ აიტანა
ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ არის, რომ ესმა ონიანი, უბრწყინვალესი
პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონებისა და ცალკეული ოჯახური წრეების
კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს. ესმა არ
შეიძლება იყოს მასობრივი პოეტი, მასებში საკითხავი პოეტი, მრავალ
ასეულათასიანი მკითხველის პოეტი”.
როგორც ნინო კასრაძემ აღნიშნა, ის ყველაფერში ეთანხმება თვარაძეს,
გარდა ერთისა, ესმა ონიანის ლექსები უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის
და სწორედ მისი ლექსების პოპულარიზაციას ემსახურება დღევანდელი
საღამო. მსგავსი შეხვედრები თავად კასრაძისა და მწერლის ზვიად
კვარაცხელიას ინიციატივით საქართველოს მასშტაბით
იმართება.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ და „არტანუჯმა“ ცოტა ხნის წინ გამოსცეს
ესმა ონიანის „ასი ლექსი“, „არტანუჯმა“ კი პოეტის სრული შემოქმებითი
მემკვიდრეობა - „ისევ მე ვარ, ისევ მოვსულვარ“.
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები