რეგიონი
ზუგდიდში რესტორანი „შუა ქალაქში“ გაიხსნა (ფოტო) ®
ზუგდიდში, ლაზის ქუჩა ნომერ 5-ში, ახალი რესტორანი „შუა ქალაქში“ გაიხსნა. ახალი ობიექტი ზუგდიდელებს გამოცდილი მზარეულების მიერ დამზადებულ ტრადიციულ, ნატურალური პროდუქტებისგან შემდგარ კერძებთან ერთად ევროპულ სამზარეულოსა და საინტერესო სიახლეებსაც შესთავაზებს.



რესტორნის მფლობელის მათე გულორდავას თქმით, აქ ნებისმიერი მომხმარებლისთვის მისაღები ფასები და საინტერესო გარემოა.

„შუა ქალაქში მოსულ სტუმარს დახვდება სასიამოვნო გარემო,უგემრიელესი კერძები და გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა, შეუქმნას სტუმარს კარგი განწყობა და აგრძნობინოს თავი განსაკუთრებულად. ჩვენთვის ყველა სტუმარი განუმეორებელი და უნიკალურია. ჩვენთან შექმნილი მყუდრო გარემო, მშვიდი ატმოსფერო, მომსახურების მაღალი დონე და ის შეგრძნებები, რომელიც ჩვენთან შეიქმნება, ხელს უწყობს, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს, როგორც ოჯახში და დაიმუხტოს დადებითი და თბილი ემოციებით“, - თქვა გულორდავამ.

გარდა რესტორნისა, „შუა ქალაქში“ საბანკეტო დარბაზსაც მოიცავს, რომელიც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საპარკინგო სივრცით, გემრიელი მენიუთი და კვალიფიციური კადრებით უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

რესტორნის გახსნაზე სტუმრებს ალა-ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. მათთვის სიმღერები ზუგდიდელმა მომღერალმა ვახო გოგილავამ შეასრულა.

‘შუა ქალაქში“ სტუმრებს ყოველდღე მოემსახურება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.