ახალი ამბები
საქართველოდან თხილის ექსპორტმა 6 ათას ტონაზე მეტი შეადგინა
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 2 195 ტონით (54%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.1 მლნ აშშ დოლარით (63%) გაიზარდა.

"ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1 989 ტონა), იტალიაში (1 098 ტონა), ჩეხეთში (382 ტონა), პოლონეთში (210 ტონა), ბულგარეთში (176 ტონა), საფრანგეთში (169 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (161 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (44 ტონა), ლატვიაში (43 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), სლოვაკეთსა (15 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (326 ტონა), ბელარუსი (153 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), ალჟირი (98 ტონა), კანადა (64 ტონა), მექსიკა (53 ტონა), საუდის არაბეთი (60 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.  აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Print Email
FaceBook Twitter
თეგები: ექსპორტი / თხილი /
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.