საზოგადოება
ზუგდიდში მშენებარე ტაძრის ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა. 300 - მდე ადამიანი საპატრიარქო სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგს ელოდება. იქვე იმყოფებიან სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეკრებილების ინფორმაციით, მეუფე ვახტანგი, რომელმაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ხობში მარიამობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის წმინდა სამოსელის გადაბრძანების საკითხი უნდა განიხილოს, უკვე გზაშია.

მრევლი ტაძრის ეზოში, მეუფეს რეზიდენციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაშიც იყო შეკრებილი, ისინი დროებით მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მეუფის ჩამოსვლის დრო დაზუსტდა. მშენებარე ტაძრის ეზოში შეკრებილები სიწმინდის ხობში, მეზობელ მუნიციპალიტეტში, თუნდაც ერთი დღით, გადატანას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამას არ დაუშვებენ. ის, თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან პირველ დადიანს ზუგდიდში, სამთავროს სასახლეში გადაუსვენებია. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარს მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ესტუმრა,
გაეროს 75-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ამ დრომდე სახლში 2 ბავშვთან ერთად იმყოფებოდა,
გუდაუთის საავადმყოფოში გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა,
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ბათუმიდან იყო გადაყვანილი.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.